ვალუტა

EUR
1
EUR
3.1229
Up 0.0234
RUB
100
RUB
4.3536
Up 0.0490
USD
1
USD
2.7871
Up 0.0207

ამინდი

img ყვარელი 20 - 32 °C
img ბათუმი 21 - 25 °C
img ქუთაისი 19 - 31 °C
img თბილისი 19 - 34 °C

შემოგვიერთდი Facebook-ზე

დამბლა

ქრონიკული დამბლა დაავადების გამომწვევია ვირუსი. დაავადება დადგენილია რუსეთში: ნოვოსიბირსკის და ამურის ოლქებში, სტავროპოლის მხარეში; უკრაინაში - ოდესის ოლქში და მოლდავეთში. ავსტრალიელი მკვლევარის ფ. ბეინის (მ. მათეშვილი, 1971) მონაცემებით, ვირუსული დამბლით ყვითელი ფუტკარი უფრო მეტად ავადდება, ვიდრე რუხი ფუტკარი.


საქართველოში ეს დაავადება პირველად 1966 წელს გამოვლინდა და ერთეულ შემთხვევებს დღესაც ვხვდებით წლის ყველა პერიოდში, ზაფხულში კი შეიძლება მას ფეთქებადი ხასიათი ჰქონდეს. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ცივი და წვიმიანი ამინდების მკვეთრი შეცვლა ცხელი ამინდებით. ს. მორისონის (1936) მიხედვით დამბლის გამომწვევი ვირუსი ფუტკრის ორგანიზმში იჭრება წვრილი ნაწლავის ეპითელური გარსიდან, იქ ლოკალიზდება და შემდეგ მთელ ორგანიზმში ვრცელდება. იგი აღიზიანებს ნერვულ სისტემას, რის გამოც დაავადებულ ფუტკარს ყველაზე მეტად ნერვული სისტემის მოშლილობა ახასიათებს. კლინიკური ნიშნები - ვლინდება ორგანიზმში ინფექციის შეჭრიდან მე-4-10 დღეს. ფუტკარი პირველად მოდუნებულია, დიდხანს ზის უმოძრაოდ, გარინდულია, გარედან გაღიზიანებაზე სუსტად რეაგირებს, კარგად ვერ იკვებება, ძლივს ფრენს. თვალსაჩინოა ბუსუსების ცვენა, რაც გამოწვეულია ჯანმრთელი ფუტკრის მიერ დაავადებული ქიტინიდან ბუსუსების მოწიწკნით, რის გამოც მუცლის სეგმენტების ქიტინოვანი გარსი შავ ფერს ღებულობს და ძლიერ ბრწყინავს, ამიტომაც მას შავ ავადმყოფობასაც უწოდებენ. ჯანმრთელი ფუტკრები დაავადებულებს გარეთ ერეკებიან, რის გამოც ისინი მისაფრენ ფიცარზე ერთიმეორეზე მიკრულნი არიან და კანკალებენ, ფეხები და ფრთები ჩვეულებრივზე მეტად გაშლილი აქვთ, ხანდახან მუცელი გადიდებული აქვთ. ორგანიზმში ირღვევა ცილოვანი, ცხიმოვანი და მინერალური ნივთიერებების ცვლა, ჰემოლიმფაში მატულობს ჰემოციტების რაოდენობა, ფიჭები, ჩარჩოები, სკის კედლები და ფსკერი ფეკალური მასით არ არის დასვრილი, სწორი ნაწლავის ძლიერ გადატვირთვას, რასაც ადგილი აქვს მტვერით მოწამვლისას ანუ მაისის ავადმყოფობის დროს. 263 ვირუსული დამბლისას იგი არ აღინიშნება. გამოირიცხება ასევე აკარაპიდოზი, ნოზემატოზი და პესტიციდებით მოწამვლა. ფუტკრის ოჯახები სუსტდებიან, შემდეგში ვითარდებიან და პროდუქციასაც იძლევიან, თუმცა ვირუსი სკაში რჩება და მეფუტკრის შეუმჩნევლად მუდმივად იწვევს გარკვეული რაოდენობის ფუტკრის სიკვდილიანობას. პროფილაქტიკის მიზნით ქრონიკული დამბლის დროს იყენებენ ბაქტერიალურ ენდონუკლეაზას. გამოყენების წინ 1 ლ. წყალში ხსნიან პრეპარატის 100000 ერთეულს, ფერმენტის აქტიურობისათვის ხსნარს უმატებენ 1 გ. მაგნიუმის ქლორიდს და ხსნარს შესასხურებლით ასხურებენ ფუტკარს ჩარჩოთა შორის სივრციდან 1 ჩ/ფუტკარზე 40-50 მლ. რაოდენობით, გაზაფხულზე 12-140 პირობებში 6-8-ჯერ 10 დღის ინტერვალით. საყოველთაოდ აღიარებული სამკურნალო საშუალება გამონახული არ არის. მწვავე დამბლა მწვავე დამბლის გამომწვევი ვირუსი აღმოჩენილი იქნა რუსეთის და უკრაინის ევროპული ნაწილის ოლქებში. დაავადება თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება საქართველოშიც. ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს ვაროას ტკიპები, რომლებიც ფუტკრის ჰემოლიმფით იკვებებიან და ნერწყვის საშუალებით ორგანიზმში შეაქვთ ვირუსი. პირველი კლინიკური ნიშნები ვლინდება დაინფიცირებიდან მე-4-15 დღეს (ბატუევი, 1984). დაავადება შეიძლება განვითარდეს ზამთრის ბოლოს, უფრო ხშირად გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში და გამოიწვიოს ფუტკრის მასიური სიკვდილიანობა. მწვავე დამბლით ძირითადად ავადდებიან მოზრდილი ფუტკრები, ისინი კარგავენ ფრენის უნარს, ცოცავენ, საფრენის ახლოს ხტუნვით მოძრაობებს აკეთებენ და ხანდახან მისაფრენ ფიცარზე გროვდებიან, ზოგიერთ ფუტკარს მუცელი გადიდებული და ფრთები არასწორად განლაგებული აქვთ. დაზიანებულ ფუტკრებს უფრო დილის საათებში ვხვდებით, სკის ძირზე და მისაფრენ ფიცარზე ვნახულობთ მკვდარ ფუტკრებს. ქრონიკული დამბლისაგან განსხვავებით კლინიკური ნიშნების გამოვლინებიდან რამოდენიმე დღეში ფუტკრები დიდი რაოდენობით იღუპებიან. დაავადებისაგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალის ოდენობა დამოკიდებულია დაავადების ინტენსივობაზე. დაავადება 7-18 დღეს, ხანდახან 3 თვემდე გრძელდება. მწვავე დამბლა შეიძლება გამოსწორდეს მეფუტკრის ჩაურევლადაც, მაგრამ დაავადება გამოვლილი ოჯახები ჯანმრთელებს ჩამორჩებიან განვითარებაში. 264 სეზონის განმავლობაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს რეციდივის და გამეორების შემთხვევაში რთულად მიმდინარეობდეს. მწვავე დამბლა შეიძლება შეგვხვდეს ქრონიკულ დამბლასთან, ფილამენტოვიროზთან, ვაროატოზთან და სხვა დაავადებებთან ერთად. ბევრი ავტორი ფუტკრის მწვავე დამბლას კლინიკური ნიშნებით ამსგავსებს პესტიციდებით მოწამვლას, აკარაპიდოზს და ნოზემატოზს, რომელთა გამოთიშვა მიკროსკოპული გამოკვლევით ხდება. პროფილაქტიკის მიზნით მკაცრად უნდა დავიცვათ ფუტკრის მოვლა-პატრონობის წესები. ენდონუკლეაზას გამოვიყენებთ, ისე როგორც მითითებულია ქრ. დამბლის დროსაც, რითაც შესაძლებელი ხდება ფუტკრის გადარჩენა. ვაროატოზის საწინააღმდეგო ღონისძიებების დროული გატარებით, ტკიპების რიცხობრივი შემცირებით ვირუსული დაავადებაც ქრება. სამკურნალო ღონისძიება - შემუშავებული არ არის.

                                                                                                                                            © Imperveti საქართველო 2018